გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 13 ოქტომბერს 13:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარში, მისაქციელში, ახალუბანში, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე - ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, არმაზი, ციხედიდის ტერიტორიაზე, შიომღვიმის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:25-დან 18:15 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ავჭალასა და ავჭალის მასივში, სოფელ გლდანში, ზაჰესსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 16:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში -ახალშენში, ჭილურტში, მჭადიჯვარში, ლამოვანში, ბუჩუნტლიანი, ციხისუბანი, ქისიაანი, ახალი კადოეთი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 14:15 საათამდე ძაბვა 15-15 წუთით შეუწყდება სოფლებს - გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი, არახვეთი, მლეთა, ნადიბაანი, სალაჯური, მანასეული, გვიდაქე, ხადა, ზაქათკარი, ბენიან-ბეგონი, იუხო და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა