ანზორ ბიწაძე - 31 ოტომბერს ჩვენ ყველა ადამიანს დავიცავთ მოსყიდვისგან და დაშინებისგან

31 ოტომბერს ჩვენ ყველა ადამიანს დავიცავთ მოსყიდვისგან, დაშინებისგან და მანიპულირებისგან, - ამის შესახებ ,,ერთიანი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ ამომრჩეველთა ხმების დაცვის ოპოზიციური შტაბის შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შტაბსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის აქტიური თანამშრომლობა განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლება ვერ მოახერხებს 31 ოქტომბერს მანიპულირებას.

,,ძალიან მნიშვნელოვანმა ოპოზიციურმა თანამშრომლობამ მიიღოს საბოლო სახე, ჩვენ ვაპირებთ დავიცვათ ამომრჩევლების ხმები და არ აქვს მნიშვნელობა პარტიულ კუთვნილებას. ყველა ადამიანს ჩვენ დავიცავთ მოსყიდვისგან, დაშინებისგან და მანიპულირებისგან. ჩვენი შტაბი 31 ოქტომბერს იქნება ძალიან მობილიზებული, ყველა ოპოზიციური პარტია ერთმანეთს გააცნობს იმ ინფორმაციას, რომელსაც მივიღებთ კონკრეტული უბნებიდან.

თანამშრომლობა არის ძალიან ეფექტური ჩვენსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ვერ მოახერხებს 31 ოქტომბერს მანიპულირებას და შედეგად მივიღებთ ისეთ შემაჯამებელ ოქმს, როგორიც არის ქართველი ამომრჩევლის ნება”, - აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

,,ერთიანი საქართვლოს” ერთ-ერთმა ლიდერმა წინასაარჩევნო დარღვევებზეც ისაუბრა.

,,მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება ჩვენს პარტიას ხელს უშლიდა თავშეყრის ადგილის გამოყოფის მხრივ, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები პედაგოგებზე ახდენდნენ ზეწოლას, რომ არ მოსულიყვნენ ჩვენი პარტიის შეხვედრებზე ბაღდათში, მაგრამ სწორად ასეთ ფორმატში თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ ეფექტურები”, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა