"ქართული ოცნება", "ნაცმოძრაობა", "ლელო", "ევროპული საქართველო" და "სტრატეგია აღმაშენებელი” საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება

ხუთი პოლიტიკური პარტია - "ქართული ოცნება", "ნაციონალირი მოძრაობა", "ლელო", "ევროპული საქართველო" და "სტრატეგია აღმაშენებელი” საელჩოებისა და და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრებს 2020-2024 წლებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებს აცნობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი "ღია საზოგადოება".

შეხვედრის მონაწილე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტები პროგრამის იმ ნაწილზე ისაუბრებენ, რომელიც საგარეო პოლიტიკას,კონკრეტულად კი, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას ეხება. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს დეტალური ინფორმაცია მიიღოს იმაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ პოლიტიკოსებსა და მათ პარტიებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

ამასთან, ფონდი "ღია საზოგადოების" ხელმძღვანელის ქეთი ხუციშვილის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელებენ თუ რა ეტაპების გავლა იქნება საჭირო და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ევროკავშირში წევრობისთვის.

"დღეს მოწვეული ხუთი პარტია რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შევარჩიეთ. ისინი არიან კვალიფიციური პარტიები, რომელთაც მეტ-ნაკლებად წარმოდგენილი აქვთ ევროინტეგრაციის სტრატეგია საკუთრ პროგრამებში და ამავე დროს 4 ან მეტი პროცენტი აქვთ ბოლო გამოკითხვებით. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ ხედავენ ისინი ევროინტერგრაციის ნაბიჯებს უახლოეს წლებში. ასევე განსაკუთრებით გვაინტერესებს ის განაცხადი, რომელიც მათ ბოლო დროს გააკეთეს ინტეგრაციის თაობაზე, როგორ უნდა განხორციელდეს ეს, რამდენად შესაძლებელი იქნება უახლოეს წლებში მჭიდრო ინტეგრირება ევროპასთან, იმ ფონზე, როცა დაწყებულია ეკონომიკური კრიზისი, როგორც ევროპაში, ისე საქართველოში", - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი