რომან გოცირიძე პატიმრობაში მყოფი ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მონახულებას აპირებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პატიმრობაში მყოფი კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მონახულებას აპირებს და პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

როგორც გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის წინასწარ გაივლის ვირუსზე ტესტირებას, რათა უარის სათქმელად პანდემია არ მოიმიზეზონ.

გოცირიძე ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სინდისის პატიმრებს უწოდებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ მათ მიმართ ჩადენილია უზნეობა და უპრეცედენტო უსამართლობა.

„ასეთი უპრეცედენტო უსამართლობა ბერიას დროსაც არ ხდებოდა. იყო „გენეტიკოსების საქმე“, როცა საწყალი ბიოლოგები იმის გამო დაიჭირეს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე გენეტიკულ კვლევებს ატარებდნენ. მაშინ ითვლებოდა, რომ გენეტიკა ბურჟუაზიული მეცნიერება იყო და მას შემდეგ საბჭოთა კავშირში გენეტიკის ხსენება მოკვდა. რუსეთში ბიოლოგები კვლევების გამო ციხეში ჩასვეს. აი, სწორედ ამ მასშტაბის დანაშაულთან გვაქვს საქმე - არაფერი დაკარგულა, არაფერი შეთანხმებულა და ყველაფერი რაც ახლა კეთდება, არის სიცრუე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ფარგლებში საკუთრივ დავით გარეჯთან დაკავშირებით რაიმე დონეზე შეთანხმება არ ყოფილა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა