თამარ კორძაიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება უნდა მიეცეთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის, თამარ კორძაიას განცხადებით, ყველა ამომრჩეველს, მათ შორის, როგორც კოვიდინფიცირებულებს, ასევე თვითიზოლაციაში მყოფებს, არჩევნებზე არჩევანის დაფიქსირების საშუალება უნდა მიეცეთ.

როგორც კორძაია აღნიშნავს, ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს კონსტიტუციით აღიარებული უფლებით.

"ცენტრალური საარჩევნო კომისია უმძიმესი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ პასუხისმგებლობა მაინც მას დაეკისრება არჩევნების კანონიერად, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ორი საკითხი: ერთი - ყველა მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს კონსტიტუციით აღიარებული არჩევანის უფლებით, მეორე - გვქონდეს ზუსტი სტატისტიკა იმისთვის, რომ არჩევნების კანონიერების გადამოწმების შესაძლებლობა გვქონდეს თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს გვაინტერესებს”, - განაცხადა კორძაიამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა