გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილეს. მხარეებმა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტზე და მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლო საფრთხეებსა და გამოწვევებზე რომელიც რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მიმართ იკვეთება.

გრიგოლ ლილუაშვილმა, საქართველოსთვის მისი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეხვედრის მონაწილეები, მიმდინარე კონფლიქტის გარშემო, ინფორმაციის სისტემატურ გაცვლასა და ამ მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა