ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფართოება იმ საკითხებში, რაც ურთიერთინტერესს წარმოადგენს

ევროკავშირს სურს რუსეთთან ღია არხებით კავშირი და იმ საკითხებში თანამშრომლობის გაფართოება, რომლებიც ურთიერთინტერესს წარმოადგენს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან საუბრის შეჯამებისას განაცხადა.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს სურს ღიად დარჩეს რუსეთთან კავშირის არხები და გაფართოვდეს თანამშრომლობა საკითხებში, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესებს“, - ნათქვამია საგარეო პოლიტიკური სამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.

ბორელის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს თავისი ინტერესებისა და ფასეულობების დაცვას, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით.

მანვე მოუწოდა რუსეთს, სრულად შეასრულოს მინსკის შეთანხმებები.

ცნობისთვის, მოსკოვმა, შესაძლოა, ბრიუსელთან ურთიერთობა შეწყვიტოს, თუკი დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ ურთიერთპატივისმცემელი დიალოგის გაგრძელება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა