ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ ცდილობს შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა, გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები

„ქართული ოცნება“ ცდილობს შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა. გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების მიერ გარეჯის საქმის „ასე წარმოჩენით სახელმწიფო ინტერესი ზიანდება“.

,,ეს არის ყურით მოთრეული წინასაარჩევნო ამბავი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეფუთოს, თითქოს ვინმემ გარეჯის გაყიდვა სცადა. გარეჯის გაყიდვას ვინმე შეეცადოს და ბომბით გავეკიდები პირველი. ვინ ეკითხება, რომელიმე ექსპერტს და კარტოგრაფს რაღაცის გაყიდვას? ამისათვის ჯერ კომისიები უნდა შეთანხმდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერონ, პარლამენტში რატიფიცირება უნდა იყოს, ჩუმად გავყიდე საზღვარი, ასე არ ხდება.

რამდენიც გინდა ებრძოლონ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს და რა ილეთიც გინდა გამოიყენონ, მაგრამ ქართული სახელმწიფოს ინტერესს ნუ აზიანებენ, გარეჯის ასე წარმოჩენით, აბუჩად იგდებენ საქართველოს და აჩვენებენ, რომ საქართველო არის აოხრებული ქვეყანა, რომელსაც უშიშროება საერთოდ არ ჰყავს და ერთი ბიზნესმენის იმედზე ვართ, რომ რუკას იყიდის და გვაჩუქებს“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა