პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” პრეზენტაცია გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.

„14 ოქტომბერი გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღეა. წელს ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის ,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების პროგრამის” პრეზენტაცია და ასევე, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოს წარდგენა მოხდა. სახელმძღვანელო 8 ნაწილს მოიცავს, განკუთვნილია პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით განათლების მიღების კარგი საშუალებაა. ეს არის ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ჩვენ დავიწყეთ ქვეყანაში გარემოსდაცვითი განათლების ჩამოყალიბება. ამას მოჰყვა სასკოლო გარემოსდაცვითი განათლების პროგრამების მომზადება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში თაობა, რომელსაც სწორი აღქმა ექნება გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე, ინტერესი გაუჩნდება აგრარული მიმართულებით აირჩიოს პროფესია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების და გარემოსდაცვის საკითხების მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ ცოდნა და განათლება არის ერთ-ერთი წამყვანი და ის ცვლილებები, რომელიც ხდება მთელს მსოფლიოში ამ მიმართულებით ძალიან საგულისხმოა.

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში დამხმარე სახელმძღვანელოა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის და მოიცავს ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.

ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო სრულ თანხვედრაშია განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოთხოვნებთან, შეესაბამება განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს.

ქვეყანაში გარემოსდაცვითი მდგომარების გაუმჯობესებასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა განათლებას ენიჭება, სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - თუ რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედროების გაყვანა არ დაიწყო, ცხადი გახდება, რომ ბაიდენი და პუტინი უკრაინასთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმდნენ
გიორგი კუნაძე - ამჯერად გადავრჩით, მაგრამ, როგორც იტყვიან - უკეთესობის უნდა გჯეროდეს, მაგრამ უარესისთვის უნდა ემზადო
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2021
ოქროყანაში რეკრეაციულ სამკუთხედში მოქცეული უნიკალური საცხოვრებელი უბანი სიმეტრია პარკი შენდება
„ვისოლ ავტო ექსპრესი” ავტომომსახურების ცენტრების ქსელის განვითარებას განაგრძობს
პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
სილქფესტის ახალი შეთავაზება - შეივსე სასაუბრო წუთებით და გაიუმჯობესე ინტერნეტი სასურველი მოცულობით