ვატო სურგულაძე - სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდულის ე.წ. „სისტემის მომხმარებლის“ 25 ოქტომბერს ამოქმედება ეჭვს იწვევს

„ლელოს“ ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წევრი ვატო სურგულაძე 8 ოქტომბერს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ქვეყანაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული წერილით ცენტრი ატყობინებდა დაწესებულებებს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შემოღებულია სამედიცინო ინფორმაციის მიწოდების ახალი ელექტრონული მოდული ე.წ. „სისტემის მომხმარებლები“, რომელიც განთავსებულია ცენტრის შესაბამის პორტალზე.

სურგულაძის თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვა მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონულ მოდულში დასაქმებული პირების იდენტიფიკაციას, რომ მხოლოდ ამ პირებს ჰქონდეთ სისტემაზე წვდომა. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელი სისტემაში ყოველი შესვლისას მიიღებს SMS შეტყობინებას. სურგულაძის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულები არიან გადავიდნენ ამ სისტემაზე მიმდინარე წლის 25 ოქტომბრიდან, რაც გარკვეულ კითხვებს ბადებს.

„რატომ ხდება ახალი ელექტრონული პლატფორმის შემოღება 25 ოქტომბერს. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ამით შეიძლება მოხდეს ინფორმაციის მანიპულაცია. ყველაზე უცნაური არის ის ფაქტი, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის საინფორმაციო პორტალის ერთ - ერთი მოდული იცვლება საპარლამენტო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, რაც შეძლება გახდეს ქვეყანაში ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების მანიპულირების მექანიზმი. პირველ ეტაპზე ამ ცვლილებას შეიძლება მოჰყვეს ისეთი უზუსტობები როგორიცაა, ინფორმაციის მიწოდების დაგვიანება, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ინფორმაციული სისტემის გაუმართაობა, სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებელი პირების მოუმზადებლობა, პრობლემები SMS გაგზავნა - მიღებაში. ინფორმაციას ვინც ფლობს, ის ფლობს სიტუაციასაც. ეს არის ჩვენი ეჭვი, რატომ 25 ოქტომბერს და არა თუნდაც არჩევნების შემდეგ,“- აცხადებს სურგულაძე, რომლის განცხადებას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა