სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების გაერთიანების შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ეროვნული ენერგოომბუდსმენების გაერთიანების (NEON-ის) გენერალურ შეხვედრას ონლაინ რეჟიმში დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრა დღეს ბრიუსელის დროით, 10:00 საათზე დაიწყო.

მათი ინფორმაციით, დღის წესრიგით განიხილებოდა 7 საკითხი, რომელიც ეხებოდა ორგანიზაციის ადმინისტრაციულ საკითხებს და პანდემიით გამოწვეული სიტუაციის გაანალიზებას მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.

„ნეონის წევრებმა ასევე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და 2021 წელს განსახორციელებელ აქტივობებზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა