მეუფე ვახტანგი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან მიმართებით რუსეთის ინტერესებიც იყო

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან მიმართებით რუსეთის ინტერესებიც იყო. აღნიშნულის შესახებ მეუფე ვახტანგმა ჟურნალისტებს დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება იყოს კიდეც. თქვენ უარყოფთ?! მე, ყოველთვის ჩემი ხედვა მაქვს. შეიძლება ჩემი ხედვით უმცირესობაში ვიყო, მაგრამ გადის დროს და მერე მართლაც ყოფილა, რომ მე მართალი ვიყავი.

საზღვრის მოწყობის საკითხები, საერთოდ ძალიან რთული საკითხებია, მაგრამ როდესაც დღეს, ასეთი სიტუაციაა, ომს აწარმოებს ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა ამიერკავკასიაში, ჩვენ პირიქით, მშვიდობიანი გარემო უნდა შევინარჩუნო, იმისთვის, რომ რაღაც შეძლოს ჩვენმა ქვეყანამ და მსოფლიოს თვალში წარმოვჩინდეთ, როგორც დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

კითხვაზე, თუ რატომ არიან ციხეში ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, მეუფე ვახტანგი პასუხობს, რომ შესაძლოა, აქ ვიღაცის პოლიტიკური ინტერესებიც იყოს.

„არ ვიცი, შეიძლება ვიღაცის პოლიტიკური მოსაზრებებიც იყოს, შეიძლება არ იყოს კიდეც“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა და დასძინა, რომ არჩევნები დამთავრდება და ყველაფერი გაირკვევა.

მან ასევე უპასუხა დასმულ შეკითხვას, ბიზნესმენ დავით ხიდაშელზე, რომელმაც რუკა ქართულ მხარეს გადასცა.

„არ ვიცი ეს ხალხი. რუსეთში მოღვაწე ადამიანებია, მათზე არის რუსული გავლენა და ვის გულში რა ტრიალებს, არ ვიცი“, - განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა