თავდაცვის მინისტრმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ექსპონატები გადასცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მუზეუმს საჩუქრად საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის იარაღები გადასცა.

კასპში მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმში დაცული ექსპონატები - გენერლის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, ეთნოგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერა.

„თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერლის ღვაწლსა და ქვეყნის წინაშე მის დამსახურებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის გენერალი მაზნიაშვილი სამაგალითოა. საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი 1990 წლიდან ფუნქციონირებს. სახლ-მუზეუმს სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან ჩაუტარდა. კერძოდ, შეიცვალა შენობის კარ-ფანჯრები, აივანი და კიბის მოაჯირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა