ანონსი 15 ოქტომბერი

15 ოქტომბერს, 10:30 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ ქსანში „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ ამავე სოფლის სკოლის ყოფილ დირექტორთან დოდო ჭოტორლიშვილთან, რის შემდეგაც გაკეთდება განცხადება განათლების სისტემაში პოლიტიკური მოტივით, დირექტორების და პედაგოგების გათავისუფლებების შესახებ.

მის.: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი.

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 14 81 18

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება.

15 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: საგანგებო განცხადება დავით გარეჯთან დაკავშირებით - საქმის ახალი გარემოებები, რომელიც პრესკონფერენციაზე გახმაურდება.

მის.: კოსტავას ქ.47/57 საკონტაქტო: 593 53 45 24

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარტია „თავისუფალი საქართველო“ პირველ აფთიაქს გახსნის, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს მედიკამენტების შეძენა საქართველოს აფთიაქებთან შედარებით 70-80%-ით უფრო დაბალ ფასში შეეძლება.

მის.: უზნაძის N 105

საკონტაქტო: თორნიკე მუმლაძე - 598 33 16 80

15 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: მიმართვა გიორგი გახარიას 15 ოქტომბრის დებატებთან დაკავშირებით.

მის.: ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ალეკო ელისაშვილი საზოგადოებას გუნდის ათეულს წარუდგენს.

მის: ბეთლემის უბანი, მაცხოვრის შობის სახელობის, ზედა ბეთლემის ეკლესიის წინა ტერასა.

საკონტაქტო: მაია სიხარულიძე 577343355

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე რამდენიმე პირის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით შს სამინისტროს მიმართავს და მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

მის: გულუას ქ. N10

საკონტაქტო: 599437403ა

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად თავაძე და დიდუბე ჩუღრეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე, ბრიფინგს გამართავენ.

თემა: კორონავირუსის მძიმე შედეგები; ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების არათანმიმდევრული მოქმედება ეპიდვითარების მართვაში;არჩევნების სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების ხელისშემშლელი გარემოებები.

მის.: ა.მიცკევიჩის #23 ( პარტიის ცენტრალური ოფისი)

საკონტაქტო: თაკო სანოძე - 558363644

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

მის.: კრწანისის მეორე შესახვევი N17

საკონტაქტო: 591 122425

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის“ გენერალური მდივანი მარიამ ჯაში, აბაშა-მარტვილი-ჩხოროწყუ-წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.

მის.: ჩხოროწყუ, ლ.გობეჩიას ქუჩა #5

საკონტაქტო : ელენე ესებუა-598445131 ; ბესიკ ესებუა - 599 856 556

15 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ყოფილი „მაზერატის ცენტრის“ შენობაში „ხმების დაცვის მრავალპარტიული შტაბის“ წარმომადგენლებისა და „IRI-ის" ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება, სადაც ლაშა ჩხარტიშვილის მიერ მომზადებული, „საარჩევნო დარღვევების ერთიანი ანგარიშის" პრეზენტაცია ჩატარდება.

საკონტაქტო: ლაშა ჩხარტიშვილი - 558296980

15 ოქტომბერს,12:00 საათზე, „თავისუფალი დემოკრატები“, პარტიის ოფისში ახალგაზრდებთან ერთად აქციას - „გაეცი სისხლი ბავშვებისათვის“ გამართავენ.

მის.: მ. ზანდუკელის#7

15 ოქტომბერს, 12:30 საათზე, თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჰიგიენური და პერსონალური დაცვის საშუალებებს გადასცემს.

ღონისძიებას დაესწრებიან: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია; სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი; აშშ განვითარების სააგენტოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის დირექტორი ადამ შმიდტი.

მის.: ბუდაპეშტის ქ#28

15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მეტრო „რუსთაველის“ წინ საპროტესტო აქცია გაიმართება.

თემა: სოლიდარობა ნიგერიის მოძრაობას.

საკონტაქტო: სოფო ჯაფარიძე - 557996534

15 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი მამუკა ტუსკაძე, პარტიის ცენტრალურ ოფისში სიის პრეზენტაციას გამართავს.

მის.: დავით გურამიშვილის 17 ბ.

საკონტაქტო: 571 00 93 00

15 ოქტომბერს, 14:30 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდება

მის: აკ. წერეთლის გამზ. 144

საკონტაქტო: 599 04 47 12 ​

15 ოქტომბერს, 15:00 საათზე, „ლელო საქართველოსთვის“ წარადგენს პარტიის პროგრამას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებთან დაკავშირებით. შეხვედრას დაესწრებიან ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები და ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

15 ოქტომბერს, 16.00 საათზე, პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერი გია ჟორჟოლიანი პარტიის ოფისში სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: აღმაშენებლის გამზ.123

15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, „ვოლვოს“ მენეჯმენტის წარმომადგენლები სტოკჰოლმიდან, მილანიდან, ვარშავადან, ნიუ იორკიდან და ტოკიოდან მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის მედიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრის თემაა: „ვოლვოს“ მიერ გადარჩენილი მილიონი ადამიანის სიცოცხლე.

შეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: live.volvocars.com

საკონტაქტო პირი: რუსუდან გრძელიძე 555 506 555

15 ოქტომბერს, 18.00 საათზე, ბათუმში, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი არმაზ ახვლედიანი მოსახლეობას შეხვდება.

მის: ბათუმი, აღმაშენებლის 10/12

საკონტაქტო: პეტრე ზამბახიძე 577760804

15 ოქტომბერს, 19:30 საათზე ,,ბიოლიში“ 500 Startups-ი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ბანკი პროგრამის „დემო დღეს“ უმასპინძლებენ. ღონისძიებას გახსნიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე.

მის: ბიოლის ქ.1, კოჯორი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა