ჯანმო-ს წარმომადგენელი - კორონავირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა ოჯახებში ხდება

კორონავირუსის გადაცემის შემთხვევების უმეტესობა ოჯახებში ხდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერხოვემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაინფიცირებულების მკურნალობა სამედიცინო დაწესებულებებში უნდა მოხდეს, თუმცა აღნიშნა, რომ შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო ყველა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია შეუძლებელია.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამდენი შემთხვევის პირობებში ეს შეუძლებელია. თუმცა, თუკი მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებით - თუ ხართ 60 წელს გადაცილებული პირი, გაწუხებთ თანმხლები დაავადებები -დაავადების გართულებისა და ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იმკურნალოთ,“- აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისივე თქმით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი სახლში მკურნალობს, ეს ვირუსის ოჯახში გავრცელებას უწყობს ხელს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა