გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება

გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ზომები მკაცრდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და ქვეყნის 16 ფედერაციული მხარის პრემიერებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

შეზღუდვების თანახმად, გავრცელების ცხელ წერტილებში, ანუ იმ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო 7 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების 50 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა აიკრძალება, კერძო სივრცეებში კი 10 ადამიანთან ერთად მაქსიმუმ 2 მასპინძლის ყოფნა იქნება დასაშვები.

რაც შეეხება იმ ტერიტორიებს, რომლებიც გავრცელების ცხელ წერტილებად არ ითვლება, საზოგადოებრივ ადგილებში 25 პირზე მეტის შეკრება აიკრძალება, კერძო შეკრებებზე კი 15-მდე ადამიანის თავშეყრა იქნება ნებადართული.

გარდა ამისა, გავრცელების ცხელ წერტილებში პაბები და რესტორნები ღამის 11 საათისთვის დაიკეტება. აღსანიშნავია, რომ ბერლინსა და ფრანკფურტში ეს შეზღუდვა უკვე ძალაშია.

იმ რეგიონებში, სადაც ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე ინფიცირების 35 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, პირბადეების გამოყენება სავალდებულო ხდება იმ საზოგადოებრივ სივრცეებში, სადაც მოქალაქეებს ერთმანეთთან ახლოს ყოფნა უწევთ.

ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ მას სურს, თავიდან აიცილოს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ჩაკეტვა, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა