თბილისში კორონავირუსის 366 შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში - 286

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიან 366 თბილისში დაფიქსირდა, ხოლო აჭარაში ინფიცირებულია 286 ადამიანი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების სერიოზული მატება დაფიქსირდა.

„როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება. ჩვენ ამის შესახებ მოსახლეობას ვაფრთხილებდით. დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ 919 შემთხვევა. შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გახლავთ დაახლოებით 53%. ეს შეესაბამება 7367-ს. რაც შეეხება აქტიურ შემთხვევას ეს არის 7073, რომლებიც მკურნალობენ სტაციონარებში, სასტუმროებში, ასევე მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები ბინაზე არიან.

განაწილებით თბილისში უკვე საკმაოდ ბევრია-366 ახალი შემთხვევაა, აჭარაში მოიმატა და 286-ია დღეს, გუშინ იყო 189. იმერეთში ოდნავ შემცირდა- 104-ია, გუშინ იყო 150. სამეგრელო ზემო-სვანეთშიც მოიმატა, გუშინ 3 იყო და დღეს 57 ახალი დადასტურებული შემთხვევაა. ქვემო ქართლში გახლავთ 44, შიდა ქართლში 21 ახალი დადასტურებული შემთხვევა, კახეთსა და გურიაში გახლავთ 13-13, მცხეთა-მთიანეთში 11, სამცხე ჯავახეთში არის 3 და რაჭა- ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 1 შემთხვევა“,-განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო: რომელია რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის ყველაზე მაღალი 366 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა?

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა