პრემიერი - ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში ნებისმიერი თემა გამოყენებულია სპეკულირებისთვის - ამისთვის არ გვცალია, თორემ არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასოდეს

ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში ნებისმიერი თემა გამოყენებულია პოლიტიკური სპეკულირებისთვის და ჩვენ უბრალოდ, ამისთვის არ გვცალია,- ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტების კითხვას, ისაუბრებს თუ არა ის ოპოზიციასთან რაიმე ფორმატში, კოვიდ პანდემიის გამოწვევების თაობაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, პანდემია არის საკითხი, რომელიც რეალურად გამაერთიანებელი უნდა იყოს. როგორც გახარია აცხადებს, შინაარსობრივი დიალოგისთვის მზად არის ნებისმიერ, მათ შორის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატშიც.

„ჩვენ არანაირი ფორმატის წინააღმდეგი არ ვართ, აქ მხოლოდ ერთი შემზღუდველია, სამწუხაროდ, ამ საკმაოდ ტოქსიკურ წინასაარჩევნო პირობებში ნებისმიერი თემა არის გამოყენებული პოლიტიკური სპეკულირებისთვის და ჩვენ უბრალოდ, ამისთვის არ გვცალია, თორემ არც ოპოზიციასთან საუბარი მოგვრიდებია არასოდეს, განსაკუთრებით ქვეყნისთვის გამაერთიანებელ თემებზე. ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ მდგომარეობაში მსგავსი გლობალური გამოწვევა უნდა გამხარიყო გამაერთიანებელი, ოპოზიციის, მთლიანად საზოგადოების და ასეც მოხდა, გარკვეული გამონაკლისების გარდა, რომელსაც ხან ტესტირების რაოდენობა არ მოწონდა, ხან დაკეტვის წინააღმდეგი იყო, ხან გახსნის. ეს არ შეიძლება იყოს სპეკულირების საგანი, ნებისმიერი შინაარსობრივი დიალოგისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ,“- განაცხადა გახარიამ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს