ადვოკატი აცხადებს, რომ დეკანოზისთვის და მისთვისაც გაუგებარია, რატომ არ მოხდა გიორგი მამალაძის საზოგადოებრივი პროფილის კლინიკაში გადაყვანა

დეკანოზი გიორგი მამალაძის ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ადვოკატის განმარტებით, დეკანოზისთვისაც და მისთვისაც გაუგებარია რატომ არ მოხდა დღეს საზოგადოებრივი პროფილის კლინიკაში გადაყვანა.

„დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ვინაიდან ის ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წლის თებერვალში გაუარესდა და ამ პერიოდიდან პარალიზებული აქვს ზედა და ქვედა მარჯვენა კიდური. რაც შეეხება კვლევას, რომელიც იგეგმება, ეს არის ფსიქოლოგიური კვლევა, გვქონდა ინფორმაცია, რომ დღეს უნდა განხროციელებულიყო სამოქალაქო პროფილის კლინიკაში, თუმცა სასჯელაღსრულებამ დღეს ვერ მოახერხა ამ კვლევის დაგეგმვა. ჩვენი ინფორმაციით, კვლევა ისევ იგეგმება, საჭიროა ნევროპათოლოგის კონსულტაცია, თუმცა ეს კვლევა დღეს არ იქნება და როდის, რა ფორმით ან სად ჩატარდება, ამის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას.

მას შემდეგ რაც გადმოვიყვანეს პენინტენციურ დაწესებულებაში ვუთითებთ, რომ ადეკვატურ მდგომარეობას სასჯელაღსრულება ვერ უზრუნველყოფს. მოწვეული ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ დეკანოზმა საზოგადოებრივ კლინიკაში უნდა მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და მოვთხოვეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და აუცილებლად სჭირდებოდა ადეკვატური სერვისების მიღება, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ყველა შემთხვევაში პასუხი იყო უარი”, - აღნიშნა ქეთი ჩუთლაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს