გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა მოსამართლე წევრების სრული კონსენსუსით შეირჩა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა მოსამართლე წევრების სრული კონსენსუსით შეირჩა.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირადად მას კონსულტაციები ჰქონდა საბჭოს მოსამართლე წევრებთან, რის შემდეგაც ნინო ქადაგიძის კანდიდატურაზე შეჯერდნენ.

კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ნინო ქადაგიძე ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ მის ხელში არ მოხდება ძალაუფლების კონცენტრაცია, გიორგი მიქაუტაძე პასუხობს, რომ ამის საფუძველს, პირველ რიგში, ქმნის ნინო ქადაგიძის წარსული საქმიანობა, ყველა ის თვისება და ღირსება, რომელიც მას გააჩნია. მიქაუტაძის თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწონებით გააკეთა საბჭომ მასზე არჩევანი.

„ეს იყო სრული კონსენსუსი მოსამართლე წევრებს შორის. შესაბამისად, სხვა კანდიდატურა არ ყოფილა დაყენებული“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნულ პოსტს 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა