ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დიეგო კოლასთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინა საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ახალი ატაშე, ერვე ჟამე, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგა საქართველოში საქმიანობას. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საფრანგეთის მიგრაციის მეკავშირე ოფიცერი, ამინ ტარტაგი.

ვახტანგ გომელაურმა საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები. გარდა ამისა, განსაკუთრებულად აღინიშნა საფრანგეთის რესპუბლიკაში მივლენილი ქართველი პოლიციელების საქმიანობა. ვახტანგ გომელაურმა და საფრანგეთის ელჩმა დამატებით განიხილეს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა