თავდაცვის სამინისტრო - მინისტრის მიერ ინიცირებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება დასკვნით ფაზაშია შესული

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება დასკვნით ფაზაშია შესული. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პირადად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი ქალაქ გორში, პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა და ქვედანაყოფში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, 2020 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პირველი ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე შტაბის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მთლიანად დასრულდა, ამჟამად კი ფასადის სამღებრო სამუშაოები, ასევე კიბის მოაჯირების მოწყობა ხორციელდება.

ამასთან, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები პირველ ბრიგადაში უახლოეს პერიოდში დასრულდება. ყაზარმები ახალი საპირფარეშოებით, საშხაპეებით, პირსაბანებით, სამრეცხაოებით, კონდენცირება-ვენტილაციის სისტემებით სრულად აღიჭურვება; შიდა და გარე სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ტერიტორიის კეთილმოწყობის, განათებისა და და გამწვანების სამუშაოებიც აქტიურად მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, განახლებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად, სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს