ანა დოლიძე - ნინო ქადაგიძის დანიშვნა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა სასამართლოში ცვლილებები განხორციელდეს

„ნინო ქადაგიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ სასამართლოში არ უნდა ვეძიოთ მთავარი, რომელიც უნდა ახასიათებდეს მოსამართლეს - თავისუფალი, გაბატონებული ძალებისაგან განსხვავებული აზროვნება, შესაძლებლობა, რომ დაუპირისპირდეს თუნდაც ყველაზე სერიოზულ და ძლიერ ძალას,“ - ასე აფასებს დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ანა დოლიძე საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის დანიშვნას.

.„ნინო ქადაგიძე იყო უშუალო, პირდაპირი და აბსოლუტურად მორჩილი შემსრულებელი ხელისუფლებების დაკვეთების. ეს არის მოსამართლე, რომელიც არასოდეს გამოირჩევა მოსამართლისთვის დამახასიათებელი თვისებით - დამოუკიდებელი, განსხვავებული და თავისუფალი აზროვნებით. სისტემა, კლანი, ხელისუფლება ამ შემთხვევაში ნინო ქადაგიძის სახით ახალისებს მორჩილებას. იგი „ნაცმოძრაობის“ მმართველობამდეც იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, წინა ხელისუფლების დროს შეინარჩუნა თანამდებობა და ახლა წახალისდა ამ ხელისუფლების დროს, რადგან არის კარგი გამფორმებელი, კონფორმისტი პოლიტიკური ნებისა“ - აცხადებს ანა დოლიძე.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლებამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა, რაიმე ცვლილება განახორციელოს სასამართლოში.

„ჩათვალეთ რომ ვართ ბრეჟნევის ეპოქის მმართველობის ხანაში. ჭაობი გვაქვს როგორც ქვეყანაში, ასევე სასამართლოში. არავითარი მუხტი, არავითარი რეფორმა და ცვლილება ამ ხელისუფლების პირობებში არ იქნება. პროგრესი და წინსვლა ჩვენ სასამართლოსთან მიმართებაში ამ ხელისუფლების პირობებში არ გვექნება. ამიტომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს თუ გვინდა სწრაფი გადაწყვეტილებები, მეტი ინვესტიციები და სამუშაო ადგილები,“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა