ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ის მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენება არ შეიძლება, განხილულ იქნას, თითქოს ნოღაიდელი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს გარეჯის საქმეზე „ხელს ადებს“.

ნესტან ლონდარიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ზურაბ ნოღაიდელის ჩვენების შინაარსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენებაში ყოფილი პრემიერის მხრიდან უშუალოდ არ „მომხდარა ხელის დადება იმ მხრივ, რომ დავით გარეჯის საქმეში სააკაშვილმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო“.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ „ზურაბ ნოღაიდელის ჩვენება არ შეიძლება განვიხილოთ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებად, რადგან ეს ორი ადამიანი იქ ნახსენები არ არის“.

„ნოღაიდელი იხსენებს უშიშროების საბჭოს სხდომას, სადაც განიხილებოდა დელიმიტაცია - დემარკაციის კომისიის საქმიანობა. იქ მისული იყო ერთ-ერთი წევრი, რომლის სახელსა და გვარს ვერ ასახელებს. ასევე, ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, (სავარაუდოდ, ეს იქნება 2005 წელი) და ამბობს, რომ სავარაუდოდ, ეს იქნებოდა კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც ინფორმაცია მოგვაწოდა იმის თაობაზე, რომ ჩიჩხიტურის კოშკისა და უდაბნოს ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდაო. ამიტომ, უშიშროების საბჭოს სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ მომხდარიყო ამ ნაწილების რეაბილიტაცია, იმისათვის, რომ არ დაკარგულიყო.

ასევე განხილული იყო საკითხი იმის თაობაზე, რომ სამი გამშვები პუნქტიდან ორი ყოფილიყო ტვირთისთვის, ერთი კი ადამიანებისთვის, იმ მიზნით, რომ კონტრაბანდული საქონლის შემოდინებისთვის ხელი შეეშალათ. ეს განხილვები იყო, საბჭოს ამ სხდომაზე. აქვე განიხილეს ის წერილი, რომლიც მედიით უკვე გავრცელდა და ვიცით, რომ ეს არის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისადმი მიმართვის წერილი. განმარტავს, რომ ეს წერილი ვერ იქნება გამოყენებული საზღვრების დადგენის კუთხით და ეს იყო უბრალოდ ამ ნაწილების რეაბილიტაციისკენ მიმართული. აქვე არის ერთი მცირე მონაკვეთი, სადაც ახსენებს მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდა მიხეილ სააკაშვილი. ასე, უშუალოდ არ მომხდარა ხელის დადება, რომ დავით გარეჯის საქმეში სააკაშვილმა ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება. ანუ, ზოგადი ფრაზებით არის ნახსენები, რომ „ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდა პრეზიდენტი, ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი“. აქ, უკვე, კონკრეტულად, რაზე და ვის მიმართ იღებდა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას სააკაშვილი ან გარეჯზე იღებდა, თუ არა, არ არის დაკონკრეტებული. ასე, რომ ამას ვერ განვიხილავთ იმგვარად, რომ ნოღაიდელი მიხეილ სააკაშვილს დანაშაულში ხელს ადებს“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი რამდენიმე დღის წინ გამოკითხეს. ამ დროისთვის უცნობია, რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას ზურაბ ნოღაიდელთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა