ანდრიუს კუბილიუსი არჩილ თალაკვაძის საპასუხოდ - სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ მისი მისამართით გუშინ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

კუბილიუსს „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა. ევროპარლამენტარის თქმით, „სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება“.

„სასაცილო ისაა, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს ბრალს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს“, - განაცხადა კუბილიუსმა არჩილ თალაკვაძის მისამართით, რომელმაც ევროპარლამენტარს დავით გარეჯთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი მიმდინარე კვირას დავით გარეჯის საკითხს სოციალურ ქსელ „ტვიტერზეც“ გამოეხმაურა.

„საქართველოს ხელისუფლებამ "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის" ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა.

კუბილიუსის განცხადების პასუხად, არჩილ თალაკვაძემ კი განაცხადა, რომ დავით გარეჯის თემა სასაცილო არ არის და ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლისგან ამგვარი განცხადება მიუღებელი იყო, რაზეც მისგან განმარტებას ელოდება.

იხილეთ ვიდეო

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს