მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად სრული ბანკროტია

„ქართული ოცნება“ პოლიტიკურად უკვე სრული ბანკროტია. მათ ყველა სფეროში მარცხი განიცადეს, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არავის შეუძლია, დაასახელოს თუნდაც ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც მმართველმა გუნდმა შეასრულა.

„არ არსებობს არცერთი პროექტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე და წარმატებით დაასრულა. თუნდაც პანდემია, რომელიც პირველ ეტაპზე მთელ მსოფლიოს მოედო და „ქართულმა ოცნებამ“ გააპიარა, თითქოს მართვა მხოლოდ მათ შეეძლოთ და აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით მეორე ტალღას. ჩვენ მათ გაზაფხულზე შევთავაზეთ, გაკეთებულიყო ინტერპარტიული საბჭო, სადაც ყველა მივიღებდით მონაწილეობას და გადაწყვეტილება შეჯერებული იქნებოდა ჩვენი მოსახლეობისთვის. რადგან როდესაც პანდემია იწყება, ეს ომის ტოლფასია და უნდა გაეთვალისწინებინათ. ინიციატივა, რომელიც ასევე შევთავაზეთ, იყო 3 მლრდ. საგარანტიო ფონდის შექმნა, რომელსაც არ სჭირდებოდა მოზიდული თანხების ინვესტირება, არამედ მოხდებოდა შიდა რესურსების მობილიზებით. ამით ჩვენ მივცემდით საშუალებას ყველა ადამიანს, ვისაც ჰქონდა დავალიანება, ახალი საკრედიტო ისტორია დაეწყოთ და სტრესს მოვუხსნიდით ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც დღეს მიდის კოლაფსისკენ. ჩვენი ინიციატივები მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ 200 000 მილიონიანი საგარანტიო ფონდი შექმნეს და დაურიგეს თავიანთ პარტიულ კომპანიებს,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

„ლელოს“ თავმჯდომარის თქმით, დიდი დანაშაულია, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტს ვალით ავსებ და მას 200 ლარად არიგებ, ამ დროს კი არ ითვალისწინებ ხვალინდელ დღეს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი სამომავლო გარანტიას ვერ იძლევა, „ამ დროს კი ვალის ხარჯზე არიგებს თანხებს“.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა