რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქართველოში უნგრეთის ელჩი სტუმრობდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უნგრეთის ელჩი საქართველოში, ვიქტორია ჰორვატი ეწვია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის სააგენტოდან აცნობეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრაზე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის ისტორიის, მისი ფუნქციონირების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა.

მან ასევე სტუმარს გააცნო საქართველოს რელიგიური პოლიტიკა და ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფოს მიერ არსებული რელიგიური კონფესიების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის შესახებ.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, როგორც ურთიერთობის ეფექტურ ფორმატს.

„თავმჯდომარემ სტუმარს გადასცა სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური რუკები, ინტერრელიგიური კალენდარი, წლების მანძილზე ჩატარებული კონფერენციის მასალები, ფოტო ალბომები და სხვა გამოცემები.

სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა ქვეყანაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები, ასევე ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და სხვა აქტივობების შესახებ.

ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს გულთბილი მიღებისათვის, მოიწონა სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებთან მუშაობის მექანიზმი და წარმოებული სახელმწიფო პოლიტიკა და რელიგიის სააგენტოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელების ინიციატივით გამოვიდა, მისი აზრით საინტერესო იქნება რელიგიური ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს და განამტკიცებს ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის მეგობრობას.

შეხვედრის დასასრულს, საუბარი შეეხო, სამომავლოდ რელიგიის სააგენტოს ვიზიტს უნგრეთის რესპუბლიკაში და კოლეგა ორგანიზაციასთან შეხვედრას ორმხრივი გამოცდილების გაზიარებისთვის“, - აღნიშნული ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა