გიგი წერეთელი გელათის რესტავრაციაზე - სახეზეა უპასუხისმგებლობა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება

,,ევროპული საქართველოს” ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთლის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის გადახურვითი სამუშაოები არაჯეროვნად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დღეს კულტურის ძეგლს დიდი საფრთხე ემუქრება.

წერეთელი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ ამ საკითხით და სრულფასოვნად მოახდინონ კულტურული ძეგლის რესტავრაცია.

„ძალიან საგანგაშოა, როდესაც 7 წელი გავიდა გელათის გადახურვითი სამუშაოების და სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებიდან და დღეს საუბარია იმაზე, რომ აქ შესაძლებელია ფრესკები დაზიანდეს, არის აქ კუსტარულად, "ბრეზენტით" გადახურული ერთი ნაწილი სახურავის და როგორც საქმის მცოდნეები ამბობენ, თუ პროცესი გაღრმავდა, რა თქმა უნდა, საფრთხე კიდევ უფრო დიდია. საუბარია იმაზე, რომ მონიტორინგი იყო სუსტი, შემსრულებელმა იმუშავა უხარისხოდ. მოკლედ, სახეზეა უპასუხისმგებლობა და სამუშაოების არაჯეროვნად შესრულება. ამას სჭირდება დროულად, სწრაფად გამოსწორება, ვისაც ეს ეხება, ეს იქნება სააგენტო თუ კულტურის სამინისტრო თუ კონკრეტული შემსრულებელი. გელათს, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის უდიდეს ძეგლს, სულიერების კერას და საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტაძარს სჭირდება შველა ახლა, სწრაფად, რათა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობამდე არ მივიდეს საქმე“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის კომენტარს ,,ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა