ნიკოლოზ ვაშაკიძე - მართალია, 500 000-იანი მასშტაბის რუკა გარეჯის მონაკვეთში ქართულ მხარეს პრობლემას უქმნიდა, მაგრამ გადაწყვეტილი იყო, რომ საკითხი ტერიტორიის მონაცვლეობის გზით მოგვარებულიყო

500 000-იანი მასშტაბის რუკა გარეჯის მონაკვეთში ქართულ მხარეს პრობლემას უქმნიდა, მაგრამ გადაწყვეტილი იყო, რომ საკითხი ტერიტორიის მონაცვლეობის გზით მოგვარებულიყო, - ამის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაშაკიძე იმასაც ამბობს, რომ 200 000-იანი მასშტაბის რუკა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მთელი პერიმეტრის თვალსაზრისით, ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის.

“როცა საუბარია იმაზე, რომ საქართველომ სახელმძღვანელოდ 200 000-იანი მასშტაბის რუკა უნდა აიღოს და როცა მხოლოდ გარეჯის მონაკვეთს უყურებ, ვინმემ დასვა კითხვა - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დაახლოებით 600 კილომეტრია, რაც დელიმიტაციას მოითხოვს, დანარჩენი ასეულობით კილომეტრ ნაწილში აღნიშნული რუკა საქართველოსთვის სასარგებლოა?! მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩვენთვის ეს რუკა მთლად კარგი და მომგებიანი საზღვრის მთელი პერიმეტრის თვალსაზრისით, არ არის. ყველა შესაძლო პლიუსის, მინუსის, სასურველის გათვალისწინებით მიღებულ იქნა ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ საფუძვლად 500 000-იანი მასშტაბის რუკა აეღოთ, რასაც 1996 წელს მოეწერა ხელი. მართალია, ეს რუკა ზუსტად გარეჯის მონაკვეთში ქართულ მხარეს პრობლემას უქმნიდა, მაგრამ გადაწყვეტილი იყო, რომ საკითხი ტერიტორიის მონაცვლეობის გზით გადაწყვეტილიყი. სწორედ ამ მიმართულებით მიდიოდა მუშაობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს