მამუკა ხაზარაძე დავით გარეჯის საქმეზე - საკმარისი არგუმენტები არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც არსად მირბიან, ციხეში იყვნენ - ეს არის სირცხვილი!

საკმარისი არგუმენტები არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც არსად მირბიან, ციხეში იყვნენ. ეს არის სირცხვილი! ძალიან ცუდი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული თამაშია, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, მას არ აქვს განცდა, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„არ შეიძლება „კარტოგრაფების თემა“ წამოიწიოს, როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი მიდის. მე ვერანაირად ვერ გავიგე, რატომ არის ეს ორი ადამიანი დღეს ციხეში. არაფერზე ხელი მოწერილი არ არის, არავის არაფერი გადაუცია. საკმარისი არგუმენტები არ არის, რომ ადამიანები, რომლებიც არსად მირბიან, ციხეში იყვნენ. ეს არის სირცხვილი! ძალიან ცუდი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული თამაშია. სურთ დავარდნილი რეიტინგიდან ყურადღება გადაიტანონ იმაზე, რომ თურმე მათ შეუძლიათ ამ საკითხის გადაწყვეტა. ეს არის უბედურება ჩვენი ქვეყნის. არ მიჩნდება განცდა, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ორი ადამიანი წყვეტს სახელმწიფო საზღვრის თემას და არ იყვნენ ამაში ჩართულები ისტორიკოსები, ექსპერტები... ორი ადამიანი იყო კომისიაში ჩართული?! სად არიან საგარეო საქმეთა მინისტრები? ამ პროკურატურის დაჯერება როგორ შეიძლება? ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ გადმოპორტირებული პროკურორები არიან „ქართულ ოცნებაში“. ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ იკერება საქმეები?! ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ სასამართლო არ არის ამ ქვეყანაში. ან ჭაობში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, ან უარი ვუთხრათ ძველ მენტალურ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს და ახალი, სუფთა ხალხი შემოვიყვანოთ პოლიტიკაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო