ზურაბ ჭიაბერაშვილი - დღევანდელი 919 შემთხვევა იქნება გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დეკემბერში, ვირუსის ცირკულირების ეს დონე ეფექტს გაცილებით გვიან მოგვცემს

დღევანდელი 919 შემთხვევა იქნება დეკემბერში გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ვირუსის ცირკულირების ეს დონე მოგვცემს ეფექტს გაცილებით გვიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის გამო ახლა შეზღუდვების დაწესება და ჩაკეტვა ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ოჯახებს შიმშილისთვის გაწირავს.

„სამწუხაროდ, მთავრობას ჩვენთვის არ გაუმხელია მოდელირების ის სქემები, თუ რას უნდა ველოდოთ ინფიცირების ასეთი დონის შემთხვევაში. ჩვენ არ ვიცით ინფიცირების მაჩვენებელიც, რომელსაც მთავრობა საჯაროდ უნდა აცხადებდეს. ამასთან, უნდა გვეუბნებოდეს, რა ეტაპზე ვართ, განგაშის რა სიგნალებია ჩართული, რომელი არის ის თამასა, რომლის გადაცდენის შემთხვევაშიც განგაშის სიგნალი უნდა ჩაირთოს. სამწუხაროდ, დამოკიდებული ვართ მთავრობის ბრიფინგებზე და ხელმისაწვდომი არ არის კვალიფიციური ინფორმაცია, რომ შეგვეძლოს მსჯელობა იმაზე, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს. შეზღუდვებზეც მთავრობამ რესურსი გამოაცალა საზოგადოებას. დღეს, პრაქტიკულად ჩაკეტვა ნიშნავს შიმშილისთვის ოჯახების გაწირვას. დღეს მთავრობამ აღიარა ის, რასაც ვამბობდი მარტში. ეს არის მარათონი ამ ვირუსთან. თანაცხოვრება იმას კი არ ნიშნავს, რო მოვეშვათ, ეს ნიშნავს, რომ მარტიდანვე უნდა დაგვეცვა გარკვეული შეზღუდვები - პირბადე, ხელის დაბანა, დისტანცია, ოღონდ ეს იქნებოდა იმდენად მსუბუქი შეზღუდვები, რომ საზოგადოება ამას გაითავისებდა, გადავიდოდა ჩვევებში და ჩვენ დავიჭერდით გარკვეულ თამასას ინფიცირების რაოდენობაში. მთავრობამ რომ ჩაგვკეტა, არა მარტო ეკონომიკური რესურსი გამოგვაცალა, საზოგადოება ფსიქოლოგიურად გამოფიტა, გაგონებაც არ უნდა ახლა ხალხს ნებისმიერი რეგულაციის“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის ვალდებულებაა გამოვიდეს და საზოგადოებას რეალური მდგომარეობის შესახებ უთხრას, ამასთან, თუ არის არჩევნების გადადების საჭიროება, ესეც გამოაცხადოს.

„არ მინდა თქმა, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი 919 შემთხვევა იქნება დეკემბერში გაზრდილი სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სამწუხაროდ, ვირუსის ცირკულირების ეს დონე მოგვცემს ეფექტს გაცილებით გვიან. „ქართულმა ოცნებამ“ ხაფანგში შეგვიყვანა და აქედან როგორ გამოვიდეთ? არჩევნები გვაქვს ორ კვირაში და ვერც საზოგადოება და ვერც ჩვენ სამწუხაროდ, სახლებში ვერ დავჯდებით. თუ მთავრობა თვლის არჩევნების გადადებას, ეს თავად უნდა თქვას. მოხერხება უნდოდა ამას, რომ კორონავირუსის პიკი საარჩევნო კამპანიის პიკს დაამთხვიეს. მთავრობა უნდა გამოვიდეს, გვითხრას ეპიდსიტუაცია. შედეგი სიკვდილიანობის თვალსაზრისით დგება გაცილებით გვიან. 919 არ არის რეალური მდგომარეობის ამსახველი ციფრი, გაცილებით მეტია. ტესტი ტარდება ნაკლები, უსიმპტომოებს საერთოდ აღარ უტარებენ, სინამდვილეში ვირუსი გაცილებით ფართოდ ცირკულირებს. ასე ცირკულირებადი ვირუსი თანდათან პოულობს მეტ და მეტ რისკის ჯგუფს და ეს არის სავალალო. პასუხისმგებლობა ახლა მთავრობაზეა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა