2019 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 1958 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა შემოსავლებმა 5507,1 მლნ ლარი შეადგინა

„საქსტატის“ მონაცმებით, 2019 წელს საქართველოში საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებული 1958 საწარმო ფუნქციონირებდა, რომელთა დეკლარირებულმა შემოსავლებმა 5507,1 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან უდიდესი ნაწილი (76 პროცენტი) მიეკუთვნება საპროცენტო და მასთან გათანაბრებულ შემოსავლებს, 9,7 პროცენტი მოდის საკომისიოებზე, ხოლო დარჩენილი 14,3 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებზე ნაწილდება.

ამასთან, 2019 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ (პირდაპირი დაზღვევის საქმიანობის მიხედვით) გამომუშავებულმა პრემიამ (ბრუტო) 571,4 მლნ. ლარი შეადგინა , საიდანაც 38,2 პროცენტი სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდის, 14,8 პროცენტი - ქონების დაზღვევაზე, 9,1 პროცენტი - სახმელეთო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებულ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, 7,7 პროცენტი - სიცოცხლის დაზღვევაზე, 1,6 პროცენტი - უბედური შემთხვევის დაზღვევაზე, ხოლო დანარჩენი (28,6 პროცენტი) სხვა სახის დაზღვევაზე ნაწილდება.

“საქსტატის” მონაცემებით, 2019 წელს საფინანსო მომსახურების საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა შეადგენდა 37,6 ათასს , რომელთაგან 60,6 პროცენტი ქალი იყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა