გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეზე თავად ბრალდებულები დაიკითხებიან

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში თავად ბრალდებულები დაიკითხებიან.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება, ჩვენებას სავარაუდოდ, ორი ბრალდებული ლ.შ. და გ.მ. მისცემენ.

როგორც საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი აცხადებს, პროკურატურას ბრალდებულების მხრიდან სწორი ინფორმაციის გაჟღერების მოლოდინი არ აქვს.

"წინა პროცესზე ერთი არასრულწლოვანი ზ.ხ. დავკითხეთ. ჩვენი ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ჩვენების მისაცემად მზად არიან არასრულწლოვნები ლ.შ. და გ.მ. ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემენ ისინი სასამართლოს. ბრალდების მხარეს მაღალი მოლოდინი არ აქვს, ჩვენების მიცემისას მათი მხრიდან სწორი ინფორმაციის მიწოდების. მოგეხსენებათ, ბრალდებულები და კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები არ ფრთხილდებიან ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე. როგორც წინა პრაქტიკამ აჩვენა, აღნიშნული პირები ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას აწვდიან სასამართლოს, მათ შორის, გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაციისგან განსხვავებულს. აუცილებლად გვექნება შეკითხვები, თუკი განსხვავება იქნება გამოძიებაში მიცემულ და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის. ასევე კითხვები გვექნება სატელეფონო კონტაქტებთან დაკავშირებით. ლ.შ.-ს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებამდე „მერსედესში“ მყოფ ბრალდებულთან - ირაკლი მუმლაძესთან აქვს 21 ზარი განხორციელებული და ასევე სხვა პირებთანაც აქვს სატელეფონო კავშირები, მათ შორის, ვახტანგ ჩიქოვანთან და ნიკოლოზ ცუცქირიძესთანაც“, - აცხადებს გუგუტიშვილი.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულები დაიკითხებიან

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა