თამარ ჟვანიასთან შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა 31 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მარკ კლეიტონი მიმდინარე საარჩევნო პროცესებითა და პანდემიიდან გამომდინარე არსებული გამოწვევებით დაინტერესდა.

თამარ ჟვანიამ მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებისთვის მზადებისა და საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ბრიტანეთის ელჩს გააცნო სტატისტიკური ინფორმაცია რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების თაობაზე.

როგორც ცესკოში აცხადებენ, თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული დადგენილებების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკომ კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა.

ამასთან, ბრიტანეთის ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა დააკვირდეს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და არჩევნებზე მათი დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული დემოკრატიულობის, გამჭვირვალობისა და სანდოობის ხარისხს ამაღლებს.

დღევანდელ შეხვედრაზე თამარ ჟვანიამ ასევე ყურადღება გაამახვილა როგორც პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსსა და მისი შესრულების მნიშვნელობაზე, ისე ცესკოსა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილ ქცევის კოდექსზე. მან აღნიშნა, რომ დოკუმენტები დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მათი შესრულება საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა