არაღიარებული მთიანი ყარაბაღი - აზერბაიჯანთან ბრძოლას კიდევ 29 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა

აზერბაიჯანთან ბრძოლას კიდევ 29 სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე კონფლიქტს, საერთო ჯამში, ე.წ. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის 633 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრის შემდეგ არ წყდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა