„ჯივიპი“ გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემას აახლებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად კომპანიიდან აცნობეს.

კომპანია გლდანის რაიონში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

Jwp-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება 4 კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები მოეწყობა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების ჩატარებით წყალმომარაგება გაუუმჯობესდება აღნიშნული ქუჩების 200-ზე მეტ აბონენტს.

Jwp სარეაბილიტაციო პროექტში ერთ მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა