ზურაბ ჭიაბერაშვილი - როცა მთავრობა გაზაფხულზე გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს, რომლისაც ხალხს არ სჯერა და არ ენდობა, ვიღებთ მეორე უკიდურესობას - ქაოსს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი ხელისუფლების მართვის პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ეპიდემია წარმატებით ვერ მართა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებამ გაუმართლებელი შეზღუდვები დააწესა იმ სიტუაციაში, როდესაც ამის საჭიროება არ იყო.

„მთავრობის მიერ ეპიდემიის არასწორი მართვა გამოიხატება იმაში, თითქოს საერთოდ არ გვექნებოდა ტალღა, ამიტომ არის, რომ ამ შემოდგომის ტალღასაც იმ პრობლემების გაუთვალისწინებლად შევხვდით, რასაც გაზაფხულზე უკვე ნათელი იყო. შესაბამისად, როცა მთავრობა გაზაფხულზე გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს, რომლისაც ხალხს არ სჯერა და არ ენდობა, ვიღებთ მეორე უკიდურესობას - ქაოსს, რომელსაც მოყვება იმ ტიპის ტალღა, რაც დღეს გვაქვს. გაზაფხულზე რომ მთავრობას ამ ეპიდემიის რაციონალური და გონივრული მართვა დაეწყო, რომ ყოფილიყო ზომიერი რეგულაციები, რომელაც თანმიმდევრულად და მუდმივად საზოგადოება დაიცავდა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ დღეს ის მდგომარეობა არ გვექნებოდა, რაც გვაქვს. ტალღა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოებაც და სამედიცინო სექტორიც უფრო გამართულად შევხვდებოდით. ჯანდაცვის სამინისტროს არ გაუტარებია ის აუცილებელი ღონისძიებები, რაც დაეხმარებოდა ჩვენს მედიკოსებს იმისთვის, რომ დღეს ასეთ ტალღას გამკლავებოდნენ. ამიტომაც გვაქვს მედპერსონალში ინფიცირების ასეთი მაღალი დონე“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი განმარტებით, მთავრობა ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ინფორმაციას მალავს, ნაცვლად იმისა, რომ სამოქმედო გეგმაზე საუბრობდეს.

„დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ აბსოლუტური ილუზია და მითი იყო, თითქოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ წარმატებით მართა ეს ეპიდემია. სინამდვილეში მათ დააწესეს გაუმართლებელი შეზღუდვები, როდესაც ამის საჭიროება არ იყო, დანაზოგები გაუნულეს, შემოსავალი დააკარგვინეს ხალხს და ახლა ზამთარს ეკონომიკურად კიდევ უფრო დასუსტებულები ვხდებით“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა