“ევროპის უნივერსიტეტი” USAID-ის და ICDC-ის ერთობლივ პროექტში ჩაერთო

“ევროპის უნივერსიტეტი” სტუდენტთა სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით USAID-ის და ICDC-ის ერთობლივ პროექტში ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის წარდგინებისა და მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის ოფისში, პროექტის "სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

„მემორანდუმს ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა თამთა გველესიანმა და ICT -ის პრეზიდენტმა მაკა კუკავამ მოაწერეს ხელი. პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program მხარდაჭერით და დაფინანსებით. პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, ასევე სხვადასხვა სექტორების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარება.

პროექტში 12 უმაღლესი სასწავლებელი და 4 პროფესიული კოლეჯი ჩაერთვება. აღნიშნული სასწავლო დაწესებულებებიდან შერჩეული 100 სტუდენტი და კურსდამთავრებული 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ქვეყნის წამყვან ბიზნეს კომპანიებსა და საწარმოებში, საქართველოს 5 რეგიონში: თბილისი, შიდა ქართლი, აჭარა, იმერეთი და სამეგრელო. დამსაქმებლებთან კოორდინაციის ნაწილში, ICDC-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს HR პროფესიოანლთა ასოციაცია (HRPA Georgia), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (Global Compact Network Georgia) და აჭარის დასაქმების სააგენტო“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა