ნიკა მელია - როცა ხელისუფლება ვეღარ არწმუნებს ამომრჩეველს, ასლან აბაშიძის გზას ადგება

ნებისმიერი სახის დანაშაული, ამომრჩევლის დაშინების, შანტაჟის მცდელობა სულ რაღაც 2 კვირაში ხელისუფლების კრახით დასრულდება, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გასულ დღეებში ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტებს.

მისი თქმით, ასეთი ქმედება ხელისუფლებას მძიმე შედეგს მოუტანს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" 31 ოქტომბერს დამარცხდება.

"ეს არ არის ის პროცესი, რომელიც ხელისუფლებისთვის წარმატებით დაგვირგვინდება, გამორიცხულია. ეს არის ის პროცესი, რომელიც მძიმე შედეგებს, პირველ რიგში, მოუტანს ამ ხელისუფლებას. ისინი ათვითცნობიერებენ, რომ დარწმუნების მეთიდი აღარ მუშაობს. ვერ არწმუნებენ მოსახლეობას, რომ მხარი უნდა დაუჭირონ ივანიშვილის ჯგუფს, დიახაც, ივანიშვილის ჯგუფს და არა ხელისუფლებას. მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, არამედ ჰყავს ჯგუფი მართვის სადავეებთან. ნებისნიერი სახის დანაშაული, ამომრჩევლის დაშინების, შანტაჟის მცდელობა სულ რაღაც 2 კვირაში ხელისუფლების კრახით დასრულდება. როდესაც ხელისუფლება ვეღარ არწმუნებს ამომრჩეველს ასლან აბაშიძის გზას ადგება, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველზე ძალადობას და ეს ყველაფერი როგორ მთავრდება უახლოესმა წარსულმა არაერთხელ დაადასტურა ჩვენს ქვეყანაში. გამონაკლისი ვერ იქნება "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება" ოპოზიციასთან დიდი სხვაობით დამარცხდება 31 ოქტომბერს",განაცხადა მელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა