განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს, რომ მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ. რაც შეეხება სტუდენტებს, როგორც ეკატერინე დგებუაძე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, 19 ოქტომბერს ისინი სწავლას განსხვავებულ ფორმატში გააგრძელებენ.

„ზოგადი განათლების მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ყველა სკოლა როგორც იცით, მზად არის, აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით, წერტილოვნად ვმართავთ პროცესებს, მოგეხსენებათ პროცესები გარკვეულად განსხვავებულად მიმდინარეობს, დავიწყეთ 15 სექტემბერს განსხვავებულ ფორმატში, 1-ელ ოქტომბერს შეიცვალა სიტუაცია და ვმუშობთ აქტიურად იმისთვის, რომ მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეები კვლავ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების მიმართულებას, როგორც დაანონსდა, 19 ოქტომბერს განახლდება განსხვავებული ფორმატით, ამ მიმართულებასთან დაკავშირებით მისი კურატორი მოადგილე გააკეთებს კომენტარს. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან დაკავშირებით, მე არ ვარ ამ მიმართულების კურატორი მინისტრის მოადგილე, ამიტომ მას ჰყავს თავისი პასუხისმგებელი, რომელიც ამ კითხვებზე პასუხს გასცემს,“- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა