ეკატერინე ადამიას განცხადებით, კლინიკებს, რომლებიც კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან, გამოცდილი რეანიმატოლოგები და ინფექციონისტები გაუწევენ კონსულტაციებს

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, ეკატერინე ადამიას განცხადებით, კლინიკებს, რომლებიც კოვიდის მართვის პროცესში ჩაერთვებიან, გამოცდილი რეანიმატოლოგები და ინფექციონისტები გაუწევენ კონსულტაციებს.

მისივე თქმით, კლინიკების კონსულტირება სახელმწიფოს მხრიდან იქნება ანაზღაურებული.

„ჩვენ შემოვიღეთ კონსულტანტების მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ახალ კლინიკას, რომელიც ჩაერთვება პროცესში, შესაძლებლობა აქვს გამოცდილი რეანიმატოლოგების ან ინფექციონისტების ჯგუფი მიიწვიოს ადგილზე, გამოიყენოს მათი გამოცდილება და შესაძლებლობა. ეს ყველაფერი აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან იქნება ანაზღაურებული“, - განაცხადა ადამიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა