გიორგი ჯანჯღავა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს ნადირ ალფასლანს შეხვდა

საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილეს ნადირ ალფასლანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეების მიერ განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები, რომლის ფარგლებშიც, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში თანამშრომლობის პლატფორმის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, ზემოაღნიშნული მიმართულებით მოკლე და გრძელვადიან სამოქმედო გეგმებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა