პროკურორის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ჩვენებები მათ მიერვე გაჟღერებულ გარემოებებთან იყო წინააღმდეგობაში

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე დაკითხული ბრალდებული არასრულწლოვნების ჩვენებები მათ მიერვე გაჟღერებულ გარემოებებთან იყო წინააღმდეგობაში და ამასთან, ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის საქმის მასალებთან და სხვა მოწმეების მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა განაცხადა, დაკითხულთა ჩვენებები სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სასჯელის თავიდან აცილების მცდელობას ემსახურება.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ორი ბრალდებული. დაიკითხა ა.ქ. და ნ.ც. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა პოზიტიური მოლოდინი მათ მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან გამომდინარე, ვინაიდან აღნიშნული პირები ჩვენების მიცემის დროს სასამართლოში ერთი და იგივე გარემოებებს განსხვავებულად განმარტავენ და მათ შორის ჩვენების მიცემის დროს მოდიოდნენ წინააღმდეგობაში მათ მიერ ნასაუბრებ გარემოებებთანაც. ასევე წინააღმდეგობაში არის მათ მიერ მიცემული ჩვენებები სხვა სისხლის სამართლის მასალებთან, ისეთ მასალებთან, როგორიც არის უტყუარი ინფორმაცია - ვიდეო ჩანაწერები, რაც წარმოდგენილია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც წინა ბრალდებულებზე, აქაც იყო იგივე გარემოება, რომ მათ მნიშვნელოვანი გარემოებები არ ახსოვდათ.

რაც შეეხება ა.ქ-ს მიერ მიცემულ ჩვენებას, „ტოიოტას” ავტომობილის უკან, მცხეთაში დაბრუნების ფაქტს, თურმე ერთადერთი მიზანი იყო, რომ უნდა წასულიყვნენ ორი პიროვნების, რომლებიც დარჩნენ, მათ წამოსაყვანად და შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ 6 პიროვნება იყო, გადაწყვიტეს, რომ კალთაში ჩაისვამდნენ ქვეითად მოსიარულე პიროვნებებს და ისე წამოიყვანდნენ. შემდეგ, როდესაც ნახეს გურამ ამირხანაშვილი, იქიდან გამომდინარე რომ იყო ღამე, აღნიშნულ პიროვნებას კოვიდინფექციიდან გამომდინარე არავინ გაუჩერებდა და წაიყვანდა თბილისში, გადაწყვიტეს, რომ გურამ ამირხანაშვილი წაეყვანათ. რაც შეეხება მათ მეგობრებს, რომლებიც ქვეითად მოდიოდნენ, გადაწყვიტეს, რომ დაეტოვებინათ და აღარ გაერკვიათ ინფორმაცია, იმედოვნებდნენ, რომ მათ ვინმე გაუჩერებდა”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს