გერმანიაში საქართველოს ელჩი ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწას ეწვია

გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქვემო საქსონიის პრემიერ-მინისტრთან სტეფან ვაილთან.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იზორიამ გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

მხარეებმა განიხილეს ქვემო საქსონიის რეგიონისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების საკითხები განათლების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის დარგებში.

ქვემო საქსონიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი ლევან იზორია ეწვია გიოტინგენის უნივერსიტეტს, სადაც შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან პროფესორ ჰილტრაუდ კასპერ-ჰენესთან და გიოტინგენის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელთან ალექსანდერ ტილესთან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა