„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, გორში, „ქართული ოცნების” აქტივისტები მათ წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

გორში, “ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს თავს დაესხნენ,- ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპული საქართველოს” პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში მოხდა.

„ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის თქმით, პარტიის პლაკატებზე იყო გადაკრული „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატები, ხოლო როდესაც „ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ამ ფაქტის ამსახველ კადრებს იღებდნენ, ამ დროს „ქართული ოცნების” რამდენიმე წარმომადგენელი მიცვივდა მათთან და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილის თქმით, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს გამოიძიონ ეს საქმე.

„პროვოკაცია მოხდა სოფელ მეჯვრისხევის ახალუბანში, სადაც დაგვხვდა 6-მდე ადამიანი, რომლებმაც გამოიწვიეს პროვოკაცია და ჩხუბი და ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ერთი კვირის წინ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰქონდა იგივე პრობლემა. ეს შემთხვევითობა არ არის, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მინდა მოვუწოდო პირველ რიგში მთავრობას, რომ გამოიძიონ თავიდან ბოლომდე ეს საქმე, რადგან არსებობს ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანს ვინ არიან ეს აქტივისტები”,- განაცხადა თარხნიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა