ლადო კახაძე - ვირუსის მეორე ტალღის პირობებშიც კი, ჩვენ სავსებით შეგვეძლება ისე ჩავატაროთ არჩევნები, რომ არცერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ლადო კახაძის განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საპარლამენტოარჩევნები ისე ჩატარდება, რომ არცერთი მოქალაქის ხმა არ დაიკარგება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ არჩევნები იყოს ღია და გამჭვირვალე, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან.

„ამ მდგომარეობაშიც კი, ვირუსის მეორე ტალღის პირობებშიც კი, ჩვენ სავსებით შეგვეძლება ისე ჩავატაროთ არჩევნები, რომ არც ერთი ადამიანის ხმა არ დაიკარგოს, ჩავატაროთ სრულიად ღია და გამჭვირვალე, საერთაშორისო დამკვირვებლების ფონზე, ყველას ჩამოსვლას უზრუნველვყოფთ.

ახლა უნდათ, რომ აწიონ ტემპერატურა, ყველა ჩართონ ამაში. უნდათ, მე ვილაპარაკო რაღაცა და გამომეკიდონ სიტყვებზე და ამით ოპოზიციამ ისარგებლოს, დამიჭირონ სიტყვაზე, კი ბატონო, მე რასაც ვფიქრობ, იმას ვლაპარაკობ. ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ აი, თურმე, ეს ხელისუფლება არ ვარგა. ამ ყველაფერს იყენებენ წინასაარჩევნოდ, გამოიყენონ, ღმერთმა შეარგოთ. მოსახლეობამ ხომ კარგად იცის, რას აკეთებს ხელისუფლება? - განაცხადა კახაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა