ირაკლი ჩიქოვანი - დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას

"ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ინგირსა და ფაიფურის დასახლებაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუშაობა მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

"სოფელ ინგირსა და ფაიფურის დასახლებაში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შევხვდით. ჩვენ ერთად 27 წელი თანავცხოვრობთ, ერთად გავიზარდეთ, მე მყავს ძალიან ბევრი დევნილი მეგობარი, ახლობელი, ვისთან ერთადაც სკოლაში დავდიოდით, უნივერსიტეტი ერთად დავამთავრეთ. ერთად გვიხარია და ერთად გვტკივა, ბედნიერებიც ერთად ვართ და წუხილსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, იმიტომ რომ ყოველდღიურობა გვაქვს ერთი. დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნებამდე, რაც, ცხადია, ჩვენი საბოლოო მიზანია, ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი - ამას თითოეულ დევნილს ვპირდები”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნულ კომენტარს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა