დავით გამყრელიძე - არ მეგულება უკეთესი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრობის პოსტზე, ვიდრე მამუკა ხაზარაძეა

მე მჯერა პარტია "ლელოს" წარმატების, რადგან მისმა დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ყველაზე პატარა ბიზნესებიდან გიგანტური ბიზნესები შექმნეს ჩვენს ქვეყანაში”, - ამის შესახებ ბიზნესმენმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, სწორია „ლელოს" ხედვა, რომ პარტია და პოლიტიკური ასპარეზი ახალგაზრდებს დაუთმო.

„ყველა პროექტი, რომელიც მამუკას და ბადრის წამოუწყია, არის წარმატებული და დარწმუნებული ვარ, პარტიაც ასეთივე წარმატებული იქნება, რადგან "ლელოს" აქვს ყველაზე სწორი მიდგომა ახალგაზრდების პოლიტიკაში შემოყვანის მხრივ. პარალელურად, პარტიას ჰყავს გამოცდილი პოლიტიკოსები და ესაა ყველაზე გონივრული მიდგომა. მე არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ლარს და ეკონომიკას დაძრავს, ვიდრე ბადრი ჯაფარიძეა. არ მეგულება ჩვენი ქვეყნის უცხოელ პარტნიორებთან მომლაპარაკებელი იმაზე კარგი, ვიდრე დავით უსუფაშვილია და ასე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო ამ გუნდზე. 8 წელია, წამოვედი პოლიტიკიდან და დღესაც მეკითხებიან, გვეშველება თუ არა რამე. ყველას გიპასუხებთ, თუ მივალთ არჩევნებზე და შემოვხაზავთ 56-ს, ნამდვილად გვეშველება,"- განაცხადა გამყრელიძემ.

დავით გამყრელიძემ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატ ფიქრია ჩიხრაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკოსი არაა ასეთი პოლიტიკური გამოცდილებით და სუფთად გავლილი გზით.

"8 წელია, რაც პოლიტიკიდან წავედი და საჯარო აქტიურობაც შევწყვიტე, დღეს კი ობიექტური მიზეზის გამო ეს პირობა დავარღვიე და ახლა თქვენ წინაშე ვარ. დღეს ვარ ჩემი უახლოესი მეგობრისა და წლების განმავლობაში თანამებრძოლის, ფიქრია ჩიხრაძის ოლქში და ვესწრები მის წარდგენას. მე ფიქრია მახსოვს, როგორ იბრძოდა რუსი გენერლების წინააღმდეგ, როდესაც დავით გარეჯს ესროდნენ. ერთად ალყაშემორტყმულ სოხუმშიც აღმოვჩნდით. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ეს ადამიანი არის ნამდვილი მებრძოლი და პატრიოტი საკუთარი ქვეყნის. არავის არ სჯეროდა, რომ 2002 წელს, როდესაც გვქონდა მოსაზრება, გაგვეტანა პარლამენტში რეზოლუცია ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ, ფიქრია იყო ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ ეს გავიდოდა და მართლაც, ერთი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. მე მახსოვს, როგორ იბრძოდა სასამართლოში და ქუჩაში სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად და მახსოვს ბევრი რამ, რაც ამ ადამიანს გაუკეთებია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქართულ პოლიტიკაში არცერთი პოლიტიკოსი არ მეგულება ისეთი პოლიტიკური გამოცდილებით და სუფთად გავლილი გზით, როგორითაც ხელახლა მოდის პოლიტიკაში ფიქრია ჩიხრაძე," - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის კომენტარსაც “ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა