სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 1 540 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 63 000-მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 1 067-ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 47 925 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 14 008 პირს უტარდება.