კახა კალაძე - სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, უკლებლივ ყველა სფეროში, უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, უკლებლივ ყველა სფეროში, უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ სამეგრელოში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად, ყველა პრობლემა მოაგვაროს, სწორედ "ქართული ოცნებაა“.

“სამეგრელო ჩვენი ქვეყნის ულამაზესი და ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე, როდესაც ამ უნიჭიერესი, შრომისმოყვარე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, საოცრად სტუმართმოყვარე ადამიანების იმედიან და გულანთებულ სახეებს ხედავ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობა მაქვს.

თქვენთან ერთად ვხედავ იმ უდიდეს სხვაობას, რომელიც 2012 წლამდე საქართველოს და დღევანდელ საქართველოს შორის არსებობს. სიამაყოთ შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, უკლებლივ ყველა სფეროში, უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ. რაც მთავარია, ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა, დემოკრატიის დამკვიდრება და გაღრმავება, საზოგადოებაზე ზრუნვა-დღეს ამ მიმართულებით ხალხში კითხვები არ არსებობს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება სწორედ იმ პრინციპებსა და ღირებულებებს ეყრდნობა, რომლის გარეშეც თანამედროვე, ძლიერი, ევროპული ქვეყნის აღმშენებლობა და განვითარება შეუძლებელია. თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ ქვეყანაში და მათ შორის ჩხოროწყუში, იგება გზები, ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი სოფლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ასევე, სოფლის მეურნეობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბოლო წლების განმავლობაში, ტურიზმის განვითარებას. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას და პირდაპირ აისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. თუმცა, არსებობს გამოწვევები, პრობლემები, ყველა საკითხი ჯერ გადაჭრილი არ არის, ყველა სოფელში ჯერ ვერ შევედით, ყველგან გზა ვერ გავაკეთეთ, რჩება წყლის პრობლემა. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც აქვს რეალურად შანსი და შესაძლებლობა, პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თანმიმდევრულად, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოაგვაროს, გახლავთ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო".

დარწმუნებული ვარ, თქვენი თანადგომით, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას 31 ოქტომბერს და არ იფიქროს ვინმემ, რომ ეს იქნება მხოლოდ პარტიული გამარჯვება ან რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდებას მშვიდობა, სტაბილურობა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა.მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვება გისურვოთ და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ 31 ოქტომბერს. ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა